saqarTvelos qedebi - Cxutneris qedi

ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°57`49` ჩ. გ. 42°56`51` ა. გ.

 

ისტორიული სახელწოდება:  ჩხუნდერის ქედი.

ქედი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. გაწოლილია სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. წარმოადგენს მდინარეების ხალდეჭალისა და ადიშისჭალის წყალგამყოფს. უმაღლესი ადგილია მწვერვალი ჩხუტნერი (3036 მ). უღელტეხილებიდან მნიშვნელოვანია ჩხუტნერი (3000 მ). აგებულია იურული ასაკის ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ალპური მდელო და სუბნივალური ლანდშაფტები.